ლვოვში ვიზიტის დროს პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინას Leopard-ის ტანკებს გადასცემს.
ანდჟეი დუდას თქმით, უკრაინას აღნიშნული ტანკები საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში გადაეცემა.
პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება პოლონეთში მომზადდა და პირველადი დახმარების პაკეტი Leopard-ის 10 ტანკს მოიცავს.
„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს საერთაშორისო კოალიცია და მის განსახილველად წარვადგინეთ წინადადება Leopard-ის ტანკების პირველი პაკეტის მიწოდების შესახებ“, - დასძინა პოლონეთის ლიდერმა.