logo_geo
eng_logo
დუდა: პოლონეთი უკრაინას Leopard-ის ტანკებს გადასცემს
- +

12 იანვარი. 2023. 01:03

ლვოვში ვიზიტის დროს პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინას Leopard-ის ტანკებს გადასცემს.

ანდჟეი დუდას თქმით, უკრაინას აღნიშნული ტანკები საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში გადაეცემა.

პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება პოლონეთში მომზადდა და პირველადი დახმარების პაკეტი Leopard-ის 10 ტანკს მოიცავს.

„უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს საერთაშორისო კოალიცია და მის განსახილველად წარვადგინეთ წინადადება Leopard-ის ტანკების პირველი პაკეტის მიწოდების შესახებ“, - დასძინა პოლონეთის ლიდერმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner