logo_geo
eng_logo
ზელენსკი: ნატოს ღია კარის შესახებ რიტორიკა უკრაინისთვის საკმარისი არ არის
- +

12 იანვარი. 2023. 01:23

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მოელის ნატოში უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით ალიანსის სამიტზე, რომელიც ამ ზაფხულს ვილნიუსში გაიმართება.

„რაც შეეხება ვილნიუსის სამიტს, დღეს უკრაინის მხარდაჭერა უბრალოდ [ნატოს] ღია კარის რიტორიკის სახით არ არის საკმარისი. კერძოდ, ეს არ არის საკმარისი ჩვენი სახელმწიფოს მოტივირებისთვის, უფრო კონკრეტულად კი არ არის საკმარისი ჩვენი ჯარისკაცების მოტივირებისთვის.

ჩვენ გვჭირდება წინგადადგმული ნაბიჯები. გადაწყვეტილება იქნება ვილნიუსში. ჩვენ ძალიან ველით მძლავრ ნაბიჯებს. ჩვენ ველით უფრო მეტს, ვიდრე ღია კარს. ასეთი რამ გვაძლევს მოტივაციას, როგორიცაა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. რომ ეს ყველაფერი სიმართლეა, რომ არ ვიკვებებით დაპირებებით, რომ ნამდვილად თანასწორთა შორის გვხედავენ. წელს ევროკავშირში გაწევრიანების დიალოგის გახსნა გვაძლევს ბრძოლის მოტივაციას. ისევე, როგორც ვილნიუსის სამიტზე გადადგმული ნაბიჯები“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner