ძლიერმა ქარმა ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტები დააზარალა. ქარმა წააქცია მრავალწლოვანი ხეები, რამაც ზოგიერთი მიმართულებით გადაადგილების პრობლემა შექმნა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობა აღდგენითი სამუშაოები. ქარმა ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები.
„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ინფორმაციით, ყველა პრობლემურ ადგილზე კომპანიის შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ და აბონენტებს ელექტრო ენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგებათ. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი გუგუჩიას განცხადებით, ყველა შესაბამისი მუნიციპალური სამსახური მუშაობს საგანგებო რეჟიმში, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.მისივე თქმით, მუნიციპალიტეტების ზარალის დამთვლელი კომისიების მიერ მოხდება ზარალის დათვლა და შესაბამისი რეაგირება.