logo_geo
eng_logo
„გიულენს ახლო კავშირი აქვს საქართველოს ექს-პრეზიდენტის დედასთან გიული ალასანიასთან“
- +

29 აგვისტო. 2016. 11:36



ვინ არის თურქი ფეთჰულა გიულენი, რომლის დაფინანსებით სხვადასხვა ქვეყანაში გახსნილი უნივერსიტეტები რელიგიური ექსტრემიზმის გამოაშკარავების შემდეგ დახურეს, საქართველოში კი მისი სახსრებით დაარსებული 14 სასწავლებელი შეუფერხებლად განაგრძობს ფუნქციონირებას?


რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, აშშ, ყირგიზეთი, ყაზახეთი, თურქმენეთი, - ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც ფეთჰულა გიულენის დაფინანსებით დაარსებული სასწავლებლები უკვე დახურეს.


მეტიც, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა რუსეთისა და აზერბაიჯანის პირველ პირებთან პირისპირ გამართული აუდიენციისას ვლადიმირ პუტინსა და ილჰამ ალიევს პირადად გადასცა იმ პირების სია, რომლებიც აღნიშნულ ქვეყნებში ფეთჰულა გიულენის წარმომადგენლები იყვნენ და არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ სახელმწიფო მმართველობის დონეზე ჰქონდათ განზრახული რუსეთსა და აზერბაიჯანში თავის დამკვიდრება. აშშ-ში მის მიერ გახსნილ სკოლებში FBI შევიდა. აშშ-მ, აღნიშული სასწავლებლების დახურვის პარალელურად, რამდენიმე პედაგოგი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.


სწორედ გიულენი დგას საქართველოში ერთ-ერთი პრესტიჟული - შავი ზღვის უნივერსიტეტის უკანაც.


გიულენი საქართველოში  რამდენიმე სასწავლო დაწესებულებას ფლობს, ესენია: დემირელის სახელობის საბავშვო ბაღი; თბილისის სკოლა-ლიცეუმი „სხივი"; ბათუმის რ.შაჰინის სახ. დაწყებითი სკოლა; ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის დაწყებითი სკოლა; რუსთავის რუსთაველის სახელობის სახელოვნებო დაწყებითი სკოლა; ბათუმის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები და ენათა ცენტრი; დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი; ნიკოლოზ წერეთლის სახ. საერთაშორისო სკოლა; ბათუმის რ. შაჰინის სახ. დაწყებითი ლიცეუმი; ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის ლიცეუმი; რუსთავის რუსთაველის სახელობის ლიცეუმი; მარნეულის უნივერსიტეტის მოსამზადებელი კურსები და ენათა ცენტრი.  ერთი სიტყვით, ყველა თურქული უნივერსიტეტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებს, მას ექვემდებარება. მართალია, გიულენის მიერ საქართველოში დაარსებულ სასწავლებლებში ისლამს არ ასწავლიან, მაგრამ არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ დაწყებითი კლასებიდან მის მიერ ნდობით აღჭურვილმა პირებმა ნიჭიერ ბავშვებს შთააგონონ იდეოლოგია, რომელსაც მისი მიმდევრები ატარებენ. ასეთ ბავშვებს გიულენი სწავლების ბოლო საფეხურამდე აფინანსებს და შემდგომ სხვადასხვა ქვეყანაში მის მიერ დაარსებულ უნივერსიტეტებში პედაგოგებად აგზავნის.


საქართველოში, განსაკუთრებით კი იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია, მრავლად არიან გიულენის იდეოლოგიის მიმდევრები.


კვიციანის თქმით, გიულენს საგანმანათლებლო სფეროს გამოყენებით განზრახული აქვს სახელმწიფოში სახელმწიფოს დაარსება და კონტროლის დამყარება.


კვიციანის თქმითვე, გიულენის მიერ დაფინანსებული სასწავლებლები საქართველოში განსაკუთრებით „ვარდების რევოლუციის" შემდეგ მომრავლდა, რადგან მას სააკაშვილის ხელისუფლებამ „მწვანე შუქი" აუნთო, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ იმ პერიოდში იხურებოდა იმავე გიულენის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტების ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.


გიულენს ახლო კავშირი აქვს საქართველოს ექს-პრეზიდენტის დედასთან  გიული ალასანიასთან, რომელიც გიულენის ინიციატივით საქართველოში გამართული კონფერენციების ორგანიზატორი და მასთან საკმაოდ დაახლოებული პირია.


სხვა ქვეყნების მსგავსად, გიულენი საქართველოშიც აკონტროლებს თურქული ბიზნესის უმრავლესობას.


ეს არის სამშენებლო, ტექსტილის, სამედიცინო ბიზნესები, თუმცა პრიორიტეტული მაინც განათლების სფეროა.


გიულენი ფიქრობს, რომ სწორედ ამ სფეროს დახმარებით შეძლებს ამა თუ იმ სახელმწიფოს მართვის სადავეების ჩაგდებას. სწორედ ამიტომაც გიულენი და მისი წარმომადგენლები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მათი იდეოლოგიის მიმდევრები სახელმწიფო უწყებებში დასაქმდნენ. მათ საქართველოში არსებულ სასწავლებლებში ჰყავთ დამხმარეები, რომლებმაც იციან, რა და როგორ უნდა გააკეთონ.


გამოძიებით დგინდება, რომ გიულენი „ქართველ მეწარმეთა ასოციაციის" უკანაც დგას. აღნიშნულ ასოციაციაში მხოლოდ ორი წევრია ქართველი, ისიც ფორმალურად, რათა გიულენის ბიზნესინტერესების გამტარებლებში ეჭვები არ დაბადონ და თავისუფლად ჩაიხედონ ქართული ეკონომიკის შიდასამზარეულოში. გახმაურებული ტერაქტები და მკვლელობები, რომლებსაც გიულენის ხელწერასთან მივყავართ: თურქეთში, და არა მხოლოდ იქ, ვარაუდობდნენ და კვლავ არსებობს ეჭვები იმის თაობაზე, რომ გიულენსა და მის დაჯგუფებას არაერთ გახმაურებულ მკვლელობასთან და ტერაქტის ორგანიზებასთან აქვს კავშირი.


გიულენის დაარსებულია ტერორისტული ორგანიზაცია „რუხი მგლები". ეს დაჯგუფება  სირიაში „ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძვის.


გიულენმა სააკაშვილს სთხოვა, „ნიურჯლარის- რუხი მგლების" წევრებისთვის - თურქეთისა და არაბული ქვეყნების მოქალაქეებისთვის, საქართველოს მოქალაქეობა მიეცა, რათა, საქართველოში გადაადგილების ან სხვა სახის პრობლემები არ შეჰქმნოდათ. სააკაშვილმა გიულენის თხოვნა შეასრულა და 3000 თურქს საქართველოს მოქალაქეობა დაჩქარებული წესით პრეზიდენტობის ვადაში მიანიჭა, გიულენმა მას დამატებით 200-კაციანი სია გადასცა.  ამ ყველაფრის სანაცვლოდ კი გიულენმა სააკაშვილს მილიონობით დოლარი გადაუხადა. ეს ინფორმაცია, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაადასტურა. ექსტრემისტი თურქები, რომლებსაც სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა, დღემდე ბათუმში მოღვაწეობენ და მათ ფინანსურ უზრუნველყოფას მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია გიულენის მიერ დაარსებული უმაღლესი სასწავლებლებიდან შემოსული თანხებით უზრუნველყოფს.


მიხეილ სააკაშვილმა თურქული ნაღმი ტერორისტული ორგანიზაცია „რუხი მგლების" სახით საქართველოში არეულობის მოსაწყობად ჩადო. დღეისათვის სააკაშვილს 3200 ისლამისტი რადიკალი თურქი მებრძოლი ჰყავს საქართველოს მოქალაქის პასპორტით, რომლებმაც პროფესიონალურ დონეზე იციან, როგორ ჩააგდონ საქართველო საფრთხეში.


მიხეილ სააკაშვილმა თურქეთს სრული ჰეგემონია მისცა აჭარაზე და საქართველოს  ბათუმისა და თბილისის აეროპორტები თურქულ კომპანიას ჩააბარა, სწორედ ამ აეროპორტების დახმარებით მიხეილ სააკაშვილის უშუალო დავალებით ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი დაჯგუფება „რუხ მგლებს" იარაღით ამარაგებდა.


ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით აშკარად შეინიშნება თურქეთის გამძაფრებული მადა, რომელიც აჭარას ჩაყლაპვას უპირებს. თურქებს აჭარაში გიულენის მიერ კარგად გაწვრთნილი და სააკაშვილის მიერ საქართველოსმოქალაქეობამინიჭებული ტერორისტები ჰყავს და ხელთ უპყრიათ ყარსის შეთანხმება, რომელსაც ვადა 2019 წელს გასდის, ხოლო თურქეთის ოფიციალურ იურიდიულ დოკუმენტში (რომელიც დღემდე მოქმედებს) „თურქთა აღთქმაში" ბათუმი თურქეთის საზღვრებშია მოქცეული.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner