ლანჩხუთში ძლიერი ქარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა - ცენტრალურ მაგისტრალზე ხე წაიქცა და მანქანას დაეცა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
როგორც მერიაში ამბობენ, ძლიერმა ქარმა ლანჩხუთში 40 ხე წააქცია, დაზიანებულია გაზსადენი მილები და ელექტროგადამცემი ხაზები. რამდენიმე სოფელსა და ქალაქს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია.
ქარმა 100-მდე სახლს გადახადა სახურავი, მათ შორის პოლიციის სამმართველოს. ხე დაეცა სუფსის დაწყებით სკოლას და სასულიერო გიმნაზიას, დაზიანებულია რამდენიმე სავაჭრო ობიექტი.