„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არ საუბრობს იმაზე, აპირებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობა, საკუთარი კვოტით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის წარდგენას.
„პარლამენტის გადასაწყვეტია, ვინ იქნება მომავალში საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლე. ჩვენთვის მთავარია, რომ მოსამართლე მაღალი პროფესიული სტანდარტების შესაბამისად აირჩეს და საკონსტიტუციო სასამართლოში აღარ იყვნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებიც არ გამოირჩევიან შესაბამისი კვალიფიკაციით",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.