logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: საინტერესოა, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გიორგი მდუმარე რას იტყვის
- +

12 იანვარი. 2023. 16:44

 

 

„ბოლო დღეებში საინტერესო ფარული ჩანაწერები გავრცელდა, მართალია, ავთენტიკურობა დადასტურებული არ არის, მაგრამ ჩანაწერებში საუბარი საყოველთაო ჭეშმარიტებაზეა, რაც მათ ნამდვილობას ადასტურებს“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს, რომელშიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ფიგურირებს.

 

მისი თქმით, გიული ალასანიას ჩანაწერი საკმაოდ სკანდალური და მრავლისმთქმელია:

 

„ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი არეულობაა, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გახდება მათი ახალი თავმჯდომარე, „ნაცების“ მზე დიდი ხანია ჩაესვენა და მისი ამობრწყინების მხოლოდ თეორიული შანსი არსებობს. გიული ალასანიას ჩანაწერი საკმაოდ სკანდალური და მრავლისმთქმელია. პირველი, რაც ჩვენ გავიგეთ, ბიძინა ივანიშვილი არ არის რუსეთის გავლენის ქვეშ, ეს კარგად იცის ოპოზიციამ, მაგრამ ტყუილის სიმართლედ წარმოჩენას ცდილობენ და ქართველ ამომრჩეველს ატყუებენ. ტრაგედიაა, სხვას პრორუსობას აბრალებდე, თვითონ კი რუსეთის აზრს გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებდე. ქართული ოპოზიცია შედარებულია წურბელასთან და პარაზიტად, რაშიც სრულად ვეთანხმები, დიდი ხანია ოპოზიცია პარაზიტობს და საკუთარ ქვეყანას ებრძვის. ყველაზე საინტერესო გახარიას შესახებ გაკეთებული განცხადებაა. როგორც ალასანია ამბობს, გახარია რუსეთის კადრია, რომელსაც მომავლისთვის ამზადებენ. რამდენიმე დღის წინ გახარიას товарищ ქემოკლიძემ თქვა მდუმარე ადამიანს უნდა უფრთხილდეთო. საინტერესოა, გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გიორგი მდუმარე რას იტყვის. ჩანაწერებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ეროვნული მთავრობა ჰყავს, რომელიც ქართულ, სახელმწიფოზე მორგებულ პოლიტიკას ატარებს, სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა“, - ამბობს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner