logo_geo
eng_logo
მუხრან ვახტანგაძე და ნუგზარ სურმანიძე ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობენ
- +

29 აგვისტო. 2016. 11:39



ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მუხრან ვახტანგაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი ნუგზარ სურმანიძე ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობენ. კანდიდატები ბათუმის, დაბა შარაბიძეების 78-ე უბნის მოსახლეობას შეხვდნენ.



ადგილობრივმა მოსახლეობამ მაჟორიტარობისკანდიდატებს მათ რაიონში არსებული პრობლემები გააცნეს. მუხრან ვახტანგაძე და ნუგზარ სურმანიძე ამომრჩეველს გამარჯვების შემთხვევაში აღნიშნული პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ. შეხვედრაზე კანდიდატებმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.


 

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ახალგაზრდა თაობა ჩამოვაშოროთ ქუჩას, საშუალება მივცეთ მათ, აქტიურად ჩაებან სპორტულ ცხოვრებაში და იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით. სპორტი ქმნის ჯანმრთელ გენოფონდს, ჯანმრთელი ერი - ძლიერი სახელმწიფოა", - აღნიშნა მუხრან ვახტანგაძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner