logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: ეს სტატუსი იმას ეხება, ვინც საკუთარ თავზე მიიღებს
- +

29 აგვისტო. 2016. 11:43



გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

 

 

„შორს არ წავალ - ჯერ იყო და, ისეთი სათუთი სიტყვა, როგორიცაა „სამართლიანობა" - აიგდეს, ახლა „სად იყავი აქამდე"-ს ატრიალებენ და იდეას, რომელიც ამ სიტყვებში დევს, ასწორებენ მიწასთან, ირონიით, დაცინვით. ამ მხრივ, ძირითადად, ის ხალხი აქტიურობს, ვისაც აქამდე ბუჩქებიდან თავი არ გამოუყვია და შიშისგან, პამპერსები სჭირდებოდა. აღარაფერს ვამბობ მერკანტილურ მიზნებზე... ჩემი აზრით, ამ მასხრად აგდებით, ეს ხალხი თავისი წარსულის გადაფარვას ცდილობს, ჩაკუკული წარსულის.

 

გასაგებია და მესმის, რომ ახლა აიშვა ყველამ, აღარც ცოცხების ეშინიათ, აღარც ციხის, აღარც ტყვიის, აღარც სამსახურიდან გამოგდების... გასაგებია, რომ 9 წელი ბუჩქებში ჯდომა არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ცხოვრება იქ გააგრძელო არსებობა, მაგრამ თავს მაინც ნუ გვაყვედრით, თქვე მართლა მაიმუნო ვირიშვილებო. ყველაფერი მაინც ისე იქნება, როგორც უნდა იყოს და თავს ნუ მოიჭრით ბოლომდე.

 

ეს სტატუსი იმას ეხება, ვინც საკუთარ თავზე მიიღებს. გთხოვთ, გულში ჩუმად გადაიტანეთ და არ შემომივარდეთ აქ თავის მართლებით, თორემ მეც კაი მასხრად აგდების ხასიათზე ვარ ამ წმინდა დილას, რატომღაც", - წერს რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner