უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სერგეი ნაევი აცხადებს, რომ ბელარუსში არ არის საკმარისი ჯარი უკრაინაში ახალი სახმელეთო შეჭრისთვის.
„დღეის მდგომარეობით, ბელარუსის ტერიტორიაზე არსებული ვითარება არ შეიცავს უკრაინის წინააღმდეგ რაიმე სახის სახმელეთო მოქმედების გარდაუვალ საფრთხეს“, - აღნიშნა სერგეი ნაევმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების მეთაურის თქმით, უკრაინა კონტაქტს ინარჩუნებს დასავლელ პარტნიორებთან, კერძოდ, შეერთებულ შტატებთან და პოლონეთთან, ასევე მუდმივად მუშაობს დაზვერვა.
მან აღნიშნა, რომ მიღებული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ ახლა ბელარუსის ჯარების დაჯგუფება უკრაინის საზღვართან არ შეცვლილა არც რაოდენობრივად და არც ხარისხობრივად.