გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება უკრაინისათვის Leopard-ის ტანკების მიწოდების შესახებ.
კრისტინ ლამბრეხტმა აღნიშნა, რომ გერმანია არ აპირებს ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმას კიევისთვის იარაღის მიწოდების საკითხთან დაკავშირებით.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ოფიციალური ბერლინი შეეცდება უკრაინას Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანები წლის პირველ ნახევარში გადასცეს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას სხვადასხვა სისტემით, არტილერიით, ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემებით“, - განაცხადა მან.