თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან სატელეფონო საუბარს გამართავს. ამის შესახებ თურქეთის ომბუდსმენმა, შერეფ მალქოჩმა განაცხადა.
მისი თქმით, მან ერდოღანს რუსეთსა და უკრაინას შორის ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის მხარდაჭერის თხოვნით მიმართა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი მიესალმა ამ იდეას.
„თუ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ წარმატებას ასეთი შეხვედრის შემდეგ, თუ მივაღწიეთ წარმატებას რუსეთში ან უკრაინაში დაჭრილების გაცვლაში, ბავშვების ან ქალების გაცვლაში, ეს იქნება ამ შეხვედრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი“, - განაცხადა თურქეთის ომბუდსმენმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო საჭირო სამუშაოები ჰუმანიტარული დერეფნის შესაქმნელად.