logo_geo
eng_logo
ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს პრეტენდენტები დაასახელა
- +

13 იანვარი. 2023. 11:50

 

 

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (FIFA) წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს, The Best-ის პრეტენდენტები დაასახელა.

 

ფიფას ვერსიით 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ლიონელ მესი (პსჟ, არგენტინა), კარიმ ბენზემა („რეალი“, საფრანგეთი), ხულიან ალვარესი („მანჩესტერ სიტი“, არგენტინა), ჯუდ ბელინგემი („დორტმუნდის ბორუსია“, ინგლისი), კევინ დე ბრუინე („მანჩესტერ სიტი“, ბელგია), ერლინგ ჰოლანდი („მანჩესტერ სიტი“, ნორვეგია), აშრაფ ჰაკიმი (პსჟ, მაროკო), რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“, პოლონეთი), ლუკა მოდრიჩი („რეალი“, ხორვატია), ნეიმარი (პსჟ, ბრაზილია), მოჰამედ სალაჰი („ლივერპული“, ეგვიპტე), ვინისიუს ჯუნიორი („რეალი“, ბრაზილია), კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი) და სადიო მანე („ბაიერნი“/ „ლივერპული“, სენეგალი).

 

დაჯილდოების ცერემონია 27 თებერვალს გაიმართება. გამარჯვებულის გამოვლენისას ფიფა 2021 წლის 8 აგვისტოდან 2022 წლის 18 დეკემბრამდე პერიოდს განიხილავს.

 

2020 და 2021 წლებში The Best-ის გამარჯვებული პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი გახდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner