logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი ჭიქაშვილზე: გამარჯვებას გილოცავ წინასწარ, მერაბ!
- +

29 აგვისტო. 2016. 11:46



მედიაკავშირი „ობიექტივის" ერთ- ერთი დამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში „პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მერაბ ჭიქაშვილის შესახებ სტატუსს აქვეყნებს:



„სულ ახლახან დამთავრდა „ობიექტივზე" ანი კიკნაძის ღამის ეთერი; სტუმრის სტატუსში ამჯერად ბატონი მერაბ ჭიქაშვილი გახლდათ - როგორც „საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან" ქალაქ თბილისის კრწანისის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილი!!!

 

- სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ:

 

ქართულმა პოლიტიკამ ამ გადაცემის შემდეგ უკვე შეიძინა საქართველოს პატრიოტი, განათლებული, მჭევრმეტყველი, გულანთებული, პასუხისმგებლობით აღსავსე უწესიერესი ადამიანი, რომელიც სულ თვენახევრის შემდეგ უკვე საქართველოს პარლამენტის წევრი იქნება!!!

 

ვისაც ჩემი ამ წინადადების წაკითხვისას უნდობლად ჩაგეცინათ ან ეჭვით გაიფიქრეთ, რომ ვაჭარბებ - კატეგორიულად, მეგობრულად და ადამიანურად გთხოვთ: გადაახვიეთ ამ გადაცემაზე (ვისაც ტექნიკურად ეს შეგიძლიათ) ან ეწვიეთ „ობიექტივის" ან myvideo.ge-ს საიტებს და აუცილებლად ნახეთ მერაბის გამოსვლა!!!

 

მერწმუნეთ:

 

- ეს არ იყო პარლამენტის წევრობის კანდიდატის წინასაარჩევნო გამოსვლა; ეს იყო შემდგარი პოლიტიკოსის საარჩევნო პროგრამის პრაგმატული, დახვეწილი კონცეფცია, რომელსაც პრინციპში, განსაკუთრებული დამუშავება აღარც სჭირდება!!!

 

მხოლოდ და მხოლოდ ხმის მიცემაღაა საჭირო!!!

 

გამარჯვებას გილოცავ წინასწარ, მერაბ!!!" - წერს მირიან ყარაულაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner