logo_geo
eng_logo
რუსთავში 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და შევჩენკოს ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

13 იანვარი. 2023. 14:01

 

 

 

რუსთავში ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, 9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და შევჩენკოს ქუჩებზე, გზის საფარს რეაბილიტაცია უტარდება.

 

ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წევრებთან, ,,რუსთავის წყალის“, ,,ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და ,,სოკარის“, ასევე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიისა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პროექტის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

 

„ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, რომელიც ოთხი ქუჩის რეაბილიტაციას გულისხმობს. მოეწყობა გზის ახალი საფარი, მწვანე სივრცეები, გარე განათება და მთლიანად გამოიცვლება სანიაღვრე სისტემა. პროექტი 3 მილიონ 600 ათას ლარზე მეტს შეადგენს და ძალიან მალე ეს ტერიტორია იქნება კიდევ უფრო ლამაზი და კეთილმოწყობილი“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

 

გზის საფარის დაგებამდე, სრულად იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, კომპანია ,,რუსთავის წყალმა“ უკვე დაასრულა სამუშაოები, შეიცვალა მილსადენი და დამონტაჟდა თანამედროვე სტანდარტების ჩამკეტები, ,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ კი ძირითად სამუშაოები უკვე შეასრულა. აღნიშნულ ქუჩებზე კომპანია ,,სოკარი“ მთლიანად განაახლებს გაზსადენის ქსელს.

 

9 ძმა ხერხეულიძის, გურამიშვილის, ლერმონტოვისა და შევჩენკოს ქუჩებზე, პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდება გზის საფარი, მოეწყობა ტროტუარები, მწვანე სივრცეები, გარე განათების ქსელი და სანიაღვრე სისტემა. სამუშაოების ღირებულება 3 698 976 ლარს შეადგენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner