უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის სრული ჩართვა სტრატეგიული შეცდომა იქნება.
„რუსეთის ამოცანაა ბელარუსის ჩათრევა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბურ ომში ჩვენს ტერიტორიაზე. მე მივიჩნევ, რომ ბელარუსის ამოცანა არ არის ამის გაკეთება. ეს არა ჩვენი, არამედ მათი ამოცანაა ქვეყნის გადასარჩენად. მე ასე ვფიქრობ და ამაზე იქნება დამოკიდებული მომავალში ბელარუსის ადგილი ცივილიზებული ქვეყნების რუკაზე. ეს იქნება ძალიან სერიოზული სტრატეგიული, ისტორიული შეცდომა [თუ ბელარუსი ჩაერთვება ომში რუსეთის მხარეს]“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.