logo_geo
eng_logo
ზელენსკი: უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის სრული ჩართვა სტრატეგიული და ისტორიული შეცდომა იქნება
- +

13 იანვარი. 2023. 20:03

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის სრული ჩართვა სტრატეგიული შეცდომა იქნება.

რუსეთის ამოცანაა ბელარუსის ჩათრევა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბურ ომში ჩვენს ტერიტორიაზე. მე მივიჩნევ, რომ ბელარუსის ამოცანა არ არის ამის გაკეთება. ეს არა ჩვენი, არამედ მათი ამოცანაა ქვეყნის გადასარჩენად. მე ასე ვფიქრობ და ამაზე იქნება დამოკიდებული მომავალში ბელარუსის ადგილი ცივილიზებული ქვეყნების რუკაზე. ეს იქნება ძალიან სერიოზული სტრატეგიული, ისტორიული შეცდომა [თუ ბელარუსი ჩაერთვება ომში რუსეთის მხარეს]“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner