ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში დასავლეთი რუსეთის მაქსიმალურად დასუსტებაზე უნდა ფოკუსირდეს.
ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის მმართველი რეჟიმისთვის ომი, რომელიც ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ გააჩაღა, გადარჩენის საკითხია, ამიტომ დემოკრატიულ სამყაროს არ უნდა ეშინოდეს რუსეთის დაშლის.
მან ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთი მზად უნდა იყოს რუსეთის დაშლის სცენარებისთვის, რადგან ამ შემთხვევაში, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დადგება, კერძოდ, ბირთვული იარაღი, მიგრაციული ნაკადები და შიდა პროცესები რუსეთში.