logo_geo
eng_logo
ნედ პრაისი: ფრონტზე ოკუპანტების ტაქტიკური წინსვლა ვერ შეცვლის რუსეთის სტრატეგიულ მარცხსა და ზოგადად ომის მიმდინარეობას
- +

13 იანვარი. 2023. 22:18

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ფრონტზე ოკუპანტების ტაქტიკური წინსვლა ვერ შეცვლის რუსეთის სტრატეგიულ მარცხსა და ზოგადად ომის მიმდინარეობას.

„ისეთი მცირე ქალაქის გამო ბრძოლის მიზეზი, როგორიც სოლედარია, შესაძლოა, რუსების სურვილია, მცირე წინსვლას დიდი დანაკარგების ხარჯზე მიაღწიონ“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

თუმცა, რუსეთის ნებისმიერი დამატებითი მონაპოვარი, თუნდაც ის, რომელსაც დაღუპულების, პერსონალისა და აღჭურვილობის თვალსაზრისით ასეთ მძიმე ფასად აღწევენ, ვერასდროს შეცვლის ომის მიმდინარეობას. ვერცერთი ტაქტიკური წინსვლა ვერ შეცვლის სტრატეგიულ მარცხს, რომელსაც პრეზიდენტი პუტინი და მისი ძალები ომის პირველივე დღეებიდან წააწყდნენ და რომელიც გაძლიერდა უკრაინის ეფექტური კონტრშეტევით“, - განაცხადა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner