logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე ლაშა დამენიას: აღიარებაა, რომ ,,ევროპული საქართველო" არც იყო და აღარ არის ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა და ტყუილია, რომ ,,ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შევიდა
- +

13 იანვარი. 2023. 22:57

 

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე „ევროპული საქართველოს“ წევრის, ლაშა დამენიას განცხადებას ეხმიანება.

ბოჟაძემ აღნიშნა, რომ ლაშა დამენიასგან1 აღიარება და 1 ტყუილი მოისმინა საზოგადოებამ. როგორც ბოჟაძე წერს, აღიარება ძალიან კარგი თვისებაა, მაგრამ საზოგადოების და საკუთარი ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანა და მოტყუება არა.

ლაშა დამენიასგან 1 აღიარება და 1 ტყუილი მოვისმინეთ. აღიარება - რომ ,,ევროპული საქართველო" არც იყო და ახლა მით უფრო აღარ არის ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა, არც გიგა ბოკერიას დიადი იდეები და ხედვები აინტერესებს ვინმეს, მისი პარტიის რამდენი ასეული წევრის გარდა. ტყუილი - რომ ,,ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შევიდა: ევროპულმა საქართველომ აიღო 72 986 ხმა, 3.79%, სიით აიღო 5 მანდატი, საიდანაც 4 დეპუტატი შევიდა პარლამენტში: დავით ბაქრაძე, შალვა შავგულიძე, არმაზ ახვლედიანი, ტარიელ ნაკაიძე. პარტია იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას 1 124 409 ყოველწლიურად და დაფინანსდება 4 წლის განმავლობაში. ჰყავს ყველა დონის საარჩევნო კომისიაში წევრი (ცესკო, ოლქი, უბანი). გიგა ბოკერია ვერ მოხვდა იმ ხუთეულში და ამიტომაც შეუერთდა ბოიკოტს. აღიარება ძალიან კარგი თვისებაა, მაგრამ საზოგადოების და საკუთარი ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანა და მოტყუება არა, სწორედ ამ ტყუილისთვის აგებთ პასუხს 2024 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე და თუ გავითვალისწინებთ თქვენი მხარდამჭერების შემცირების ტენდენციას ალბათ 15 000 ხმასაც ვეღარ აიღებთ”- წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner