logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: გიული ალასანიას რეაქცია გვიჩვენებს, რომ ცდილობს აირიდოს ეს თემა, შემდეგ კი მივიწყებას მიეცეს
- +

13 იანვარი. 2023. 23:46

 

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.


"მარტივად ავხსნი რატომ უნდა ჩატარდეს გიული ალასანიას ჩანაწერის ექსპერტიზა.

როცა წლების განმავლობაში სხვებს უწოდებთ პრორუსულებს, პუტინის მონებს და ამ დროს რუსეთის პოზიცია გაშინებს, თურმე ბიძინა არ უნდა რუსებს, თურმე თქვენი მედიები რუსეთისგან იღებენ კომპღომატებს ხელისუფლების წინააღმდეგ, კეთილი ინებეთ და ან დაამტკიცეთ საპირისპირო, ან აიბარგეთ პოლიტიკიდან.

გიული ალასანიას რეაქცია გვიჩვენებს, რომ ცდილობს აირიდოს ეს თემა, შემდეგ კი მივიწყებას მიეცეს.

ამითომ ექსპერტიზის შეკვეთა შეუძლია ტელეკომპანია რუსთავი 2-საც. ორივე შედეგს, დადებითსაც და უარყოფითსაც გამოაცხადებენ.

საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია. ბლა-ბლა-ბლა არ გამოვა ასეთ თემაზე.

ვინ არის ამ ფრაზის ავტორი?

"საქართველოს ტოვებს რუსული კულტურის ბოლო პლასტი, რუსული ენა დავიწყებას ეძლევა, ახალგაზრდობა ინგლისურენოვანი ხდება, რაც ძალიან მაწუხებს". ვინ არის და გიული ალასანია, 2010 წელი, თურქეთში, ევრაზიული პლატფორმის კონფერენციაზე.

ჩემთვის ამ ჩანაწერის გარეშეც დიდი ხანია ცხადია ყველაფერი, მაგრამ ამ ჩანაწერის ექსპერტიზა საბოოდ დაუსვამს წერტილს.

არასდროს გამოვხმაურებივარ პირადი ცხოვრების ამსახველ ჩანაწერებს, რადგან ვინც წერს, ავრცელებს, იხილავს, ყველა ერთი ჯიშისაა.

დღეს მოუნდათ ბაჩო ფოლიძეს, ხატია დეკანოიძეს მაღალი სტანდარტების დამყარება, ფარული ჩანაწერები როგორ შეიძლებაო?

თქვენი პარტიაა, რომელმაც კონვეირული ხასიათი მისცა ადამიანთა შანტაჟს ბინძური მეთოდებით. ჰოდა, თუ გსურთ მაღალი სტანდარტების დაცვა, ჩვენ ნუკი გვმოძღვრავთ, თავად დაგმეთ წარსული, თავად გაემიჯნეთ საკუთარ სიბინძურეს და ვინც უშუალოდ არ იყავით ჩართულები სიბინძურის მანქანის მუშაობაში, გექნებათ პოლიტიკაში ყოფნის მორალური უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში მუდმივად იქნებით წარსულის თანამონაწილე.

ჰო, ასევე არ ვაქცევ ყურადღებას თქვენი მედიების ჭორიკნობას, რომლებიც, როგორც ჩანაწერშია საუბარი, ინფორმაციებით რუსეთიდან იკვრბებოდა. ვიმეორებ, ეს ჩანაწერი სხვა, პრინციპული შინაარსის და ხასიათისაა.

სააკაშვილის პრორუსულობის თემას რა განხილვა უნდა?!

ე.წ. ვარდების რევოლუცია ივანოვმა დაალაგა, ასლან აბაშიძეც ივანოვმა მოაგვარა, მერე სააკაშვილმა პუტინს უპატაკა (თავად ყვება).

ომამდე რუსებს არ ვაბრალებდით ომის დაწყების პროვოკაციებს, გაღიზიანებას ვერიდებოდითო, ომის დროს ბორისოვის უაზით დასეირნობდით და ფულს უხდიდით სტალინის მუზეუმის დაბომბვაში, მერე იყო ტალიავინის კომისიის დასკვნა, ევროსაბჭოს #1633 რეზოლუცია, უმძიმესი ჩანაწერებით, შემდეგ კულტურის წერილი, რუსეთისთვის სტრატრგიული ობიექტების გადაცემა, მერე უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად, მერე WTO, მერე 2012 წლის არჩევნების წინ რუსეთისთვის თავის შეთავაზება (ბევრჯერ დავდე მასალები) და ა.შ.

არაა საკმარისი?! ამიტომ ექსპერტიზა უნდა დაიდოს!"- წერს ამირან სალუქვაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner