logo_geo
eng_logo
საჩხერის თეატრის დასმა სპექტაკლი „ნატვრის ხე“ წარმოადგინა
- +

14 იანვარი. 2023. 12:32

 

 

 

12 იანვარს საჩხერის კულტურის ცენტრში პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრის დასმა გიორგილეონიძის შემოქმედების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ნატვრის ხე“ წარმოადგინა. ღონისძიებასსაქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საჩხერის მუნიციპალიტეტისმერი ლევან ივანაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლებისა და თეატრალური სფეროს წარმომადგენლებიესწრებოდნენ.

 

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია გიორგი მეტონიძე, მუსიკალური გამფორმებელი - ლიკა დარბაიძე, ქორეოგრაფი - ბუბა სავანელი.

 

სპექტაკლის პრემიერა გაიმართა 2022 წლის ივნისში, ფესტივალზე „თეატრალური იმერეთი“ და ნომინაცია - „საუკეთესო სცენოგრაფია“ - სწორედ ამ წარმოდგენამ მიიღო.

 

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 20 დეკემბერს პაოლო იაშვილის სახელობის საჩხერის თეატრმა სეზონი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით შეძენილი ახალი სასცენო განათებით გახსნა. საქართველოს კულტურის სამინისტრო, 2021 წლიდან, არაერთი კონკურსისა და ღონისძიების მეშვეობით ხელსუწყობს მუნიციპალეტეტების დაქვემდებარებაში მოქმედ კულტურის სახლებში არსებულ თეატრალურ დასებს. უფრო მეტიც, 2022 წლის 22 დეკემბერს სამოყვარულო და სახალხო დასებისა და კერძო თეატრებისთვისკულტურის სამინისტრომ სიღნაღის მუნიციპალიტეტთან ერთად „სიღნაღის თეატრალური ფესტივალი“ დააფუძნა.

 

თეატრალური ფესტივალი სიღნაღში ყოველწლიურად ივნისის თვის ბოლოს ერთი კვირის განმავლობაშიგაიმართება. ფესტივალი სამინისტროს, სიღნაღის მუნიციპალიტეტისა და კერძო დონორების ფინანსურიხელშეწყობით განხორციელდება.

 

ფესტივალის მიზანია ქვეყანაში სამოყვარულო ან/და სახალხო დასების, რომელთაც არ გააჩნიათდამოუკიდებელი იურიდიული სტატუსი, მხარდაჭერა და ქართულ თეატრალურ სამყაროსთან მათი ინტეგრაცია; კერძო თეატრების მხარდაჭერა; საქართველოში თეატრალური პროცესების წახალისება და ხელშეწყობა; ქ. სიღნაღის კულტურულ-შემოქმედებითი მიზიდულობის ცენტრად ჩამოყალიბების ხელშეწყობა და თეატრალურიხელოვნების პოპულარიზაცია.

 

ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ: საქართველოში მოქმედ სამოყვარულო ან/და სახალხო (მათ შორის, კულტურის სახლებთან არსებული) დასებს; იმ სახელმწიფო და კერძო სამართლებრივი სტატუსის მქონეპროფესიულ თეატრებს, რომელთაც აქვთ/ექნებათ სამოყვარულო/სახალხო დასებთან/თეატრებთან ისეთიერთობლივი ნამუშევარი, სადაც ყველა სუბიექტი თანაბრად არის წარმოდგენილი, ან წამყვანი სამოყვარულო/სახალხო თეატრი/დასია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner