თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა.
მაშველები შემთხვევის ადგილზე დროულად გამოცხადდნენ და მათ ორი ცხედარი ამოიყვანეს ლიფტის შახტიდან.
არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მამაკაცმა ლიფტი გამოიძახა, თუმცა კარი ისე გაიხსნა, რომ ლიფტის კაბინა იმ სართულზე არ იყო. მამაკაცი შახტაში ჩავარდა, მის დახმარებას მეუღლე ცდილობდა, რა დროსაც ლიფტი ამუშავდა და ორივე გარდაიცვალა.