logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ამომრჩეველთან კარდაკარ სიარული წარსული გამოცდილებაა
- +

29 აგვისტო. 2016. 11:56



საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მთაწმინდელებს ჰპირდება, ქვეყნის განვითარებისთვის პარლამენტში მაქსიმალურს გააკეთებს.



არ მაინტერესებს, რა შეთავაზებით მიდიან ნიკა რურუა და თამარ კორძაია ამომრჩეველთან. რაც შეეხება კარდაკარ სიარულს, ეს წარსული გამოცდილებაა, რომელიც საზოგადოებაზე გავლენას აღარ ახდენს. ვფიქრობ, წინასაარჩევნო კამპანიაში ახალი მიდგომების დამკვიდრების დროც დადგა. მთაწმინდელებს ვპირდები, რომ ქვეყნის განვითარებისთვის პარლამენტში მაქსიმალურს გავაკეთებ, თუმცა არავის ვეუბნები - მილს გამოგიცვლით-მეთქი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.



წინასაარჩევნო ფინანსურ ფაქტორზე საუბრისას, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს მრავლად გამოჩნდნენ ფინანსური ინტერესებით მოქმედი პოლიტიკური პარტიები.



კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ამაში პაატა ბურჭულაძის პოლიტიკურ გაერთიანებას, სალომე ზურაბიშვილის თქმით, ბურჭულაძის პარტია სატელიტური პოლიტიკური ძალაა, ასე რომ, „ვინ შეუერთდება თუ მისგან წავა, ნაკლებად საინტერესოა".



ნაციონალური მოძრაობა" თავის გადასარჩენად ყველა ხერხს მიმართავს, თუმცა ამომრჩეველი მსგავსი ფანდებით აღარ მოტყუვდება. თანაც პაატა ბურჭულაძის მოძრაობას იმდენად ბევრი წევრი ტოვებს, არ გამოვრიცხავ, გაერთიანება არჩევნებამდე მხოლოდ სამი კაცით მივიდეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner