logo_geo
eng_logo
საპატრიარქო: მიხა პაპა დასვენებული იქნება სიონის საკათედრო ტაძარში - თანაგრძნობას ვუცხადებთ ნათესავებს, ყველას, ვისთვისაც ახლობელი იყო იგი
- +

14 იანვარი. 2023. 17:01

 

 

საქართველოს საპატრიარქო მიხა პაპას გარდაცვალების შესახებ სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

 

მათი ინფორმაციით, მიხა პაპა დღეს 16 საათიდან, დასვენებული იქნება სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც, საღამოს ლოცვის შემდეგ, შესრულდება წესის აგება და პანაშვიდი.

 

„ა.წ. 14 იანვარს მძიმე ავადმყოფობის შედეგად ღვთივ განისვენა მიქაელ არაბულმა, ,,მიხა პაპად“ ცნობილმა ზეისტეჩოელმა ბოლო ადგილობრივმა მცხოვრებმა. იგი დღეს 16 საათიდან, დასვენებული იქნება სიონის საკათედრო ტაძარში, სადაც, საღამოს ლოცვის შემდეგ, შესრულდება წესის აგება და პანაშვიდი.

 

15 იანვარს კი, კვირას, მის ცხედარს დილის 8 საათზე წაასვენებენ ხევსურეთში, თავის სოფელში. თანაგრძნობას ვუცხადებთ მიხა პაპას ნათესავებს, გულშემატკივრებსა და ყველას, ვისთვისაც ახლობელი იყო იგი." - ნათქვამია საპატრიარქის სამძიმროს წერილში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner