შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაზისუბანში ლიფტის შახტაში ცოლ-ქმრის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
თბილისში, ვაზისუბანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა.