logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ვერ მოინელა ოპოზიციამ მთავრობამ საჯარო მოხელეებს ხელფასები რომ გაუზარდა, ახლა თურმე ის აღელვებთ რატომ დაისვენა საჯარო მოხელეების ნაწილმა სულ რამდენიმე დღე საახალწლო დღეებში
- +

14 იანვარი. 2023. 18:53

 

 

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადებას, თუ რატომ შეეხო საახალწლოდ უქმე დღეები საჯარო მოხელეებს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

ჩიხელიძე, ასევე, წერს, რომ თუკი ვინმე ემსახურება და ატარებს რუსეთის ინტერესებს ამ ქვეყანაში ეს სწორედ რადიკალური ოპოზიციაა.

 

„ცოტა ხნის წინ ვნახე 13 იანვარს, მედიით გავრცელებული პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრის, თაზო დათუნაშვილის განცხადება, სადაც ის აღშფოთებულა - რატომ შეეხო საახალწლოდ უქმე დღეები საჯარო მოხელეებს.

 

ერთხანს ვიფიქრე, საჭიროა თუ არა ამ სისულელეზე დროის დაკარგვა და რეაგირება, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ის შემთხვევაა, როცა პასუხგაუცემლობა დანაშაულია.

 

განცხადებაში მოყვანილი აბსურდული ციფრები ავტორის დილეტანტიზმს უსვამს ხაზს და მასზე შეჩერება არ ღირს, რაც შეეხება განცხადების მეორე ნაწილს, ეს არის საჯარო მოხელეებზე თავდასხმის მორიგი მცდელობა ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მხრიდან, რაც სამწუხაროდ, ახალი არაა…

 

ჯერ ის ვერ მოინელა ოპოზიციამ მთავრობამ საჯარო მოხელეებს ხელფასები რომ გაუზარდა, ახლა თურმე ის აღელვებთ რატომ დაისვენა საჯარო მოხელეების ნაწილმა სულ რამდენიმე დღე დამატებით საახალწლო დღეებში.

 

ახლა ვნახოთ რა არის სიმართლე - სიმართლე კი ისაა, რომ 1-9 იანვრის პერიოდში 24 საათიან რეჟიმში დედაქალაქში და რეგიონებში შეუფერხებლად მუშაობდა პოლიცია, ჯარი, სამედიცინო პერსონალი, სასწრაფო დახმარების ბრიგადები, მეხანძრე-მაშველები, მესაზღვრეები, მებაჟე-ოფიცრები, 112-ის ოპერატორები, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, წყალმომარაგების კომპანიისა და მყარი ნარჩენების მართვის სამსახურები, იუსტიციის სახლის სერვისები, სახაზინო სამსახური, გაფორმების ეკონომიკური ზონები, ქვეყნის ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სხვა დარგების უწყვეტი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, მუშაობდა ყველა მნიშვნელოვანი სერვისის მიმწოდებელი სახელმწიფო უწყება, სახელმწიფო საწარმო,მათ შორის რკინიგზა, მოქალაქეებს უწყვეტად მიეწოდებოდათ სოციალური მომსახურების სააგენტოს სერვისებიც, მუშაობდნენ გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების ჯგუფები, არ შეწყვეტილა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საკონსულო სამსახურების მუშაობა, იმუშავეს მუზეუმებმა და თეატრებმა და ა.შ.

 

აი ასე იმუშავეს ჩვენმა საჯარო მოხელეებმა უქმე დღეებში. საჯარო მოხელეები მადლობას იმსახურებენ და არა ბულინგს, მათ მაღალი პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება გამოავლინეს.

 

ყოველი მსგავსი უსუსური თავდასხმა არის უპატივცემულობა სახელმწიფო სექტორის თანამშრომლებისადმი რომლებიც ყველაფერს აკეთებენ საჯარო სერვისების მაღალ დონეზე გასაწევად, იცავენ ქვეყნის ფინანსურ და ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, სატრანსპორტო, საზოგადოებრივ, თავდაცვისა თუ სასურსათო უსაფრთხოებას.

 

P.S აქვე რუსეთთან შედარებაზე დავწერ - თუკი ვინმე ემსახურება და ატარებს რუსეთის ინტერესებს ამ ქვეყანაში სწორედ რადიკალური ოპოზიციის ეს ნაწილია და ჩვენი საზოგადოება ამას დიდი ხანია მიხვდა, ამიტომაც აქვთ მათ 1-3%-იანი რეიტინგები“, - წერს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner