logo_geo
eng_logo
მაია ბათიაშვილი: არანაირი სიძულვილი ნაცებთან ჩახუტებას და ერთხმაში მღერას არ გაამართლებს!
- +

29 აგვისტო. 2016. 11:57


 


ირაკლი ბათიაშვილის მეუღლე მაია ბათიაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„დღეს მთელი დღე გოგა ხაინდრავას ფილმზე ერთი ამბავია ატეხილი. მინდა, ყველას გასაგონად ვთქვა და ეგებ, გაავრცელოთ, ჩემო მეგობრებო: ეს ფილმი იმიტომ კი არ გადაიღეს, ვინმეს პირი მოწმინდონ, არამედ იმისთვის გადაიღეს, რომ ყველამ კარგად გაითავისოს ის სასიცოცხლო აუცილებლობა, რომ ასეთი რამ დაუშვებელია, რომ ეს ფაშიზმია, რომ ასეთი რამ მცდელობაშიც კი ძირფესვიანად უნდა ამოძირკვოს ხალხმა, რომ ართქმა, უმოქმედობა, პროტესტის არგმოხატვა ყველაზე დიდი დანაშაულია და ბუმერანგივით მოუბრუნდება საზოგადოებას. აზრი ამაშია. რატომ აჩვენეს მთელ მსოფლიოს ამერიკელებმა და რუსებმა ფაშისტების მიერ გადაღებული ფირები? იმიტომ, რომ არასდროს დაევიწყებინა ხალხს, უმოქმედებას ასეთ შემთხვევაში რა მოჰყვება. შემდგომ რატომ იღებდნენ და კვლავაც იღებენ ამ თემაზე ფილმებს? იმიტომ, რომ ადამიანებმა კარგად დაინახონ და ამის ნახვისას მაინც იგრძნონ, რა ჯოჯოხეთი ტრიალებდა მაშინ და რა დღეში ჩავარდებოდნენ თავადაც. რა არის აქ გაუგებარი? რა „ქვენა-ზენა" აზრებს ეძებენ? რატომ გაცეცხლდნენ მავანნი ფილმის ჩვენებასთან დაკავშირებით? რატომ არ უნდათ, რომ საქართველოს მოსახლეობამ ნახოს, ვის უკრავდნენ ტაშს და როგორ ავადმყოფ, სინამდილეში მშიშარა, პათოლოგ არსებებს მისცეს სამართავად თავიანთი ცხოვრება და რა ჯოჯოხეთშიც ცხოვრობდნენ? რატომ არ უნდათ? რატომ ემთხვევა მათი „არნდომა" ნაცების არნდომას? რას ნიშნავს ეს რევერანსები? „ოცნების" სიძულვილმა გააერთიანათ? არა, ბატონებო და ქალბატონებო, არანაირი სიძულვილი ნაცებთან ჩახუტებას და ერთხმაში მღერას არ გაამართლებს! თუ ფარული, პარტიზანი ნაცები ხართ, გარკვეული მიზეზების გამო, ძირითადად ანგარების გამო, დროა, გამოხვიდეთ მზის შუქზე ვაჟკაცურად და თქვათ, რომ ნაცების მეხოტბეები ხართ, რისი გრცხვენიათ? თქვით, რომ მათი ნასუფრალით ცხოვრობთ და ნუ ცდილობთ ალალი ხალხის ტვინის არევას!" - წერს სოციალურ ქსელში მაია ბათიაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner