სპეციალური პროკურორის თქმით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დელავერისსახლში საიდუმლო დოკუმენტების კიდევ ხუთი გვერდი აღმოაჩინეს. ისინი დაუყოვნებლივ იუსტიციის დეპარტამენტს გადაეცა.
პრეზიდენტის ადვოკატთა გუნდმა აღიარა, რომ ბაიდენის ვიცეპრეზიდენტობის პერიოდიდან შემორჩენილი საიდუმლო დოკუმენტები მის დელავერის სახლშიც აღმოაჩინეს. მათ შორის, ზოგიერთი მათგანი ავტოფარეხში ინახებოდა.
სპეციალური პროკურორის, რიჩარდ საუბერის თქმით, იგი ბაიდენის დელავერის სახლში მივიდა, რათა იუსტიციის დეპარტამენტისთვის იქ აღმოჩენილი დოკუმენტი გადაეცა.
„ადგილზე ყოფნისას, სადაც იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები მახლდნენ თან, დამატებით კიდევ ხუთი გვერდი აღმოვაჩინეთ. ისინი დაუყოვნებლივ იუსტიციის დეპარტამენტმა გადაიბარა". - თქვა საუბერმა.