ბრიტანეთმა ირანიდან ელჩი გაიწვია. ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უკვე დაადასტურა. მიზეზი ირანის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ალიზერ აკბარის სიკვდილით დასჯა გახდა.
აკბარი ირანის ხელისუფლებამ 2019 წელს დააკავა. მას ბრალად ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა წაუყენეს.