logo_geo
eng_logo
წყალდიდობას კალიფორნიაში მსხვერპლი მოჰყვა
- +

15 იანვარი. 2023. 19:26

 

 

აშშ-ში, კალიფორნიაში წყალდიდობის შედეგად, რამდენიმე კვირის განმავლობაში სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ევაკუაციის აუცილებლობის შესახებ ათასობით ადამიანია გაფრთხილებული. ადგილზე პროფესიონალებთან ერთად მოხალისეებიც მუშაობენ. მათ შორისაა კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი. მან მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

 

შტორმების კალიფორნიაში დეკემბრის ბოლოს დაიწყო. სტიქიამ გზები და შენობები დააზიანა. სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერი წვიმა შტატში კიდევ გაგრძელდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner