logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილს ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალებას უსამძიმრებს
- +

15 იანვარი. 2023. 21:18

 

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ქართველი კინომსახიობისა და მომღერლის ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის გარდაცვალების შესახებ სამძიმარს უცხადებს.

 

„თქვენო აღმატებულებავ, ღრმა მწუხარებით შევიტყვე ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების შესახებ. ვუსამძიმრებ ვ. კიკაბიძის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრულ ქართველ ერს.

 

ვახტანგ კიკაბიძის მემკვიდრეობა სამუდამოდ დარჩება კულტურის ისტორიაში, რაც თავისებურად, ასევე, სიმბოლოა სომეხი და ქართველი ხალხის მეგობრობისა“, - აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner