logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გიორგი პაპუაშვილმა უარი თქვა პროფესიულ და ადამიანურ ღირსებაზე!
- +

29 აგვისტო. 2016. 12:03



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით გუშინ გავრცელებულ განცხადებას საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე არ უერთდება.



პირველ რიგში, გაუგებარია, რას ნიშნავს სასამართლოს განცხადება. დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი განხილვა მოსამართლეების მხრიდან სასამართლოში არ ყოფილა. ეს არის პირველი ტყუილი, რომელიც პაპუაშვილმა და მისმა თანაპარტიელმა მოსამართლეებმა გააჟღერეს. ტყუილზე არის დაფუძნებული ყველა ფრაზა, რომელიც ამ განცხადებაშია მოყვანილი. იქ საუბარია სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით. 23 აგვისტოს ჩაინიშნა სხდომა, რომელიც პაპუაშვილმა ჩაშალა და ამის შემდეგ დანიშნა სხდომა. კიდევ ერთი ტყუილი უკავშირდება სტატისტიკას 2012 წლის შემდეგ და 2012 წლამდე. განცხადებაში ნათქვამია, რომ 2012 წლამდე ბევრად მეტი სარჩელი დაკმაყოფილდა, ვიდრე არ დაკმაყოფილდა. ეს არის მტკნარი სიცრუე.

თითოეული წინადადება, რომელიც განცხადებაშია მოცემული, არის მტკნარი სიცრუე. სამწუხაროა, რომ იმ ადამიანმა, რომელსაც ჰქვია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უარი თქვა პროფესიულ და ადამიანურ ღირსებაზე. მე არ ვიცი, 9-დან 5 მოსამართლემ როგორ შეიძლება ასეთ ტყუილს მოაწეროს ხელი და გავრცელდეს საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



საკონსტიტუციო სასამართლოს პრეს-სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირაკლი კობახიძე ფლობს ისეთ დეტალებს, რაც მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა უნდა იცოდნენ.


 

საჭიროდ მივიჩნევთ, გამოვეხმაუროთ პარტია ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მიერ 27 და 28 აგვისტოს გაკეთებულ არაერთ, ფაქტობრივად მცდარ და მადისკრედიტებელ განცხადებას. ბატონმა კობახიძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ერთპიროვნულად დანიშნა .. უგულავა-კაბელების სხდომა. სხდომის ჩანიშვნის შესახებ კონსულტაციები შეიძლება მიმდინარეობდეს მხოლოდ მოსამართლეებს შორის. ბატონი კობახიძე შეუძლებელია კანონიერად ფლობდეს ასეთ ინფორმაციას. ამდენად, გაუგებარია, საიდან შეიძლება იცოდეს ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, სასამართლოს სხდომა ჩაინიშნა ერთპიროვნულად სასამართლოს თავმჯდომარის მიერ თუ მოსამართლეებთან კონსულტაციის შედეგად? აღნიშნული განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული ოცნების" აღმასრუებელ მდივანი არ ერიდება სასამართლოს საქმიანობაში უხეშ ჩარევას. -ნმა კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო 2012 წლის ოქტომბრამდე პოლიტიკურად მოტივირებულ, ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებდა. მოვუწოდებთ - კობახიძეს, დაასახელოს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც, მისი აზრით, იყო დაუსაბუთებელი და ემსახურებოდა ხელისუფლების ინტერესებს. -ნმა კობახიძემ, როგორც კონსტიტუციონალისტმა, ასევე კარგად უნდა იცოდეს, რომ 2012 წლამდე მიღებული გადაწყვეტილებების ნახევარზე მეტი მიღებულია მოსარჩლეთა სასარგებლოდ (და, შესაბამისად, ხელისუფლების საწინააღმდეგოდ). საღ აზრს მოკლებულია -ნი კობახიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2012 წლის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაზრდილი რაოდენობა მიანიშნებს სასამართლოს პოლიტიზირებაზე. აღსანიშნავია, რომ 2012 წლამდე პერიოდთან შედარებით საკონსტიტუციო სასამართლოში შემოსული სარჩელების რაოდენობა გასამმაგდა, შესაბამისად, გაიზარდა მათი განხილვა/გადაწყვეტის ტემპიც და მიღებული გადაწყვეტილებების რაოდენობაც", - აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner