logo_geo
eng_logo
საგარეჯოს მერია ნათობიშვილების ოჯახს დახმარებას გაუწევს
- +

15 იანვარი. 2023. 22:05

 

 

„იმედის კვირაში“ ნათობიშვილების ოჯახზე სიუჟეტის ეთერში გასვლის დროს ტელეკომპანიას საგარეჯოს მერიიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მერის გადაწყვეტილებით ნათობიშვილების საცხოვრებელს სახლს გადახურავენ და ყველა საჭირო დახმარებას აღმოუჩენენ.

 

მერის ავთანდილ გულიკაშვილის გადაწყვეტილებით კი ოჯახის უფროსს დავით ნათობიშვილს და მის 18 წლის შვილს დაასაქმებენ.

 

29 დეკემბერს, ახალი წლის დადგომამდე 3 დღით ადრე, ნათობიშვილების ოჯახში 3 თვის ჩვილი გარდაიცვალა.

შვილის გარდაცვალებას ვერ გაუძლო დედამ. ჩვილის დაკრძალვიდან მეორე დღეს, 37 წლის ლია სონიძე, გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაიცვალა. მიზეზი, სავარაუდოდ გულის შეტევა იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner