logo_geo
eng_logo
ნანი ბრეგვაძე: ლაპარაკი არ შეეძლო და თვალებით ანიშნა, რომ უნდოდა, დამერეკა... დღეს უნდა მენახა
- +

16 იანვარი. 2023. 00:53

 

ბუბა კიკაბიძესთან ბოლო კონტაქტს„პრაიმტაიმთან“ ლეგენდარული ქართველი მომღერალი, ქართული სცენის დედოფალი ნანი ბრეგვაძე იხსენებს.

მე და ბუბა ერთად ვიყავით ბაქოში, სექტემბერში. იმის შემდეგ, მე ჩემი საქმე მქონდა, ბუბასაც - სულ დატვირთული იყო და გასტროლებზე დადიოდა. უყვარდა ეს საქმე...

როდესაც ცუდად გახდა. საავადმყოფოში წაიყვანეს. მე შევუთვალე, რომ მისვლა და ნახვა მინდოდა. ამის საშუალება არ იყო, არავის უშვებდნენ. 

ბუბა ჩემს ზარს უცდიდა ხოლმე და მეც ვუცდიდი, როდის მეტყოდნენ, დაურეკეო. მარინამ (საღარაძემ) უთხრა, ნანი დაგირეკავს და გინდა, რომ დაელაპარაკოო? ვერ ლაპარაკობდა და თვალებით ანიშნა, მინდაო და გაეღიმა. 

მე მზად ვიყავი, მეგონა რომ დღეს უნდა მენახა და აი, ეს საშინელება მოხდა.“ - ამბობს ნანი ბრეგვაძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner