logo_geo
eng_logo
ბუბა კიკაბიძეს 19 იანვარს ვერის სასაფლაოზე დაკრძალავენ
- +

16 იანვარი. 2023. 09:07

 

 

ბუბა კიკაბიძეს ხუთშაბათს, 19 იანვარს, საკუთარი ანდერძის მიხედვით, ვერის სასაფლაოზე ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალავენ. მანამდე კი მის ცხედარს სავარაუდოდ ქაშვეთის ეკლესიაში გადაასვენებენ, სადაც ორი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ხუთშაბათს სახალხო არტისტს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ და ბოლო გზაზე გააცილებენ.

 

ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი, სიმღერების ავტორი ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. კიკაბიძეს კინემატოგრაფიაში შექმნილი აქვს მრავალი დაუვიწყარი სახე, მათ შორის ფილმები „არ დაიდარდო!“, „მიმინო“, „ვერის უბნის მელოდიები“ და სხვა. 2020 წელს იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner