logo_geo
eng_logo
მარინა აბულაძე: გოგას ნერვების შემშურდა... ბრავო, რეჟისორო!
- +

29 აგვისტო. 2016. 12:04




ჟურნალისტი მარინა აბულაძე სოციალურ ქსელში გოგა ხაინდრავას ფილმის „ჰეროკრატიას" შესახებ სტატუსს აქვეყნებს:

 

 

 

„მე რომ ახლა, ჩემი და იქ მყოფთა ემოციები საჯაროდ დავწერო, ძალიან ბევრ ადამიანს დავემშვიდობები...

 

ეს არის უმაღლეს დონეზე გადაღებული ფილმი, ბრწყინვალე მსახიობებით, ძალიან ზუსტად არჩეული ტიპაჟებით, ოპერატორული ნამუშევარი შეუდარებელია და... მოკლედ, ეს არის კინო, რომელსაც ძალიან ხშირად ვუყურებთ ამერიკული ციხეების ცხოვრებაზე, თუმცა ამერიკა „ჩვენს გლდანის ევროპული დონის საშინელებათა ციხესთან" ახლოსაც ვერ მოვა... საშინელი და უძლიერესი ემოცია... გოგას ნერვების შემშურდა... ბრავო... რომ გაბედე და გადაიღე ასეთ დონეზე! უძლიერესი რეჟისორი ხარ, ძალიან ძნელია ასეთი უმძიმესი ფილმის (ამჯერად) - სერიალის რეჟისურა... კიდევ ერთხელ - ბრავო, რეჟისორო!" - წერს მარინა აბულაძე სოციალურ ქსელში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner