ფერეიდნელმა ქართველებმა ირანში ფერეინდუშაჰრის მთავარ მოედანზე „ქართული ანბანის" ძეგლი დადგეს. ამასთან დაკავშირებით რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„ძალიან სიმპათიური ძეგლია! გამეტრიჩებული, უზრდელი ნაცუშკები იტყვიან: ჩვენი, ბათუმში რომ დგას, უკეთესიაო! რასაკვირველია, მეტისის დადგმული ნავთობის კოშკი ბათუმის ხედს რომ ამახინჯებს, უკეთესია! თანაც სამი ასო დავიწყებია დიდ აღმამშენებელს! მშენებლებს კი შეშინებიათ - ვეტყვით ყველაფრისმცოდნე ბელადს - და ვაი! ჯერ ეწყინება, მერე გაბრაზდება, მერე რომ გვიხმაროსო?! მაგრამ დავიწყებული ასოები საძირკველთან ჩუმ-ჩუმად ჩააცემენტეს! არ გჯერთ, წადით და ნახეთ. აი, ასე, ნელ-ნელა, ლამაზად გადიქცევა ცა-ფირუზ ხმელეთ-ზურმუხტი უვიცების და უზრდელთა ზოოპარკად!" - წერს რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში.