logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: მალე საზოგადოება ნახავს, რამდენად დიდი იყო ფარმაცევტული კომპანიების მოგების მარჟა, რომლებიც პირდაპირი გაგებით მოსახლეობას ძარცვავდნენ
- +

16 იანვარი. 2023. 15:37

 

 

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას მედიკამენტებზე არსებული მაღალი ფასი წარმოადგენდა, რაც მოსახლეობის დიდ ნაწილს მძიმე ტვირთად აწვა. მიუხედავად საყოველთაო ჯანდაცვის არსებობისა, მოსახლეობა შემოსავლის დიდ ნაწილს მედიკამენტებში ხარჯავდა. ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერების შემდეგ მისი ერთ-ერთი პირველი დაპირება ფარმაცევტული ბაზრის და ფასების რეგულირება იყო, დაპირება რომელიც 100% შესრულდა“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

როგორც ჩიხელიძე განმარტავს, გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ რეფერენტული ფასის დაწესების შემდეგ საქართველოს მოსახლეობა, მედიკამენტებში პროცენტულად ზუსტად იმდენს გადაიხდის, რაც ჯანმო-ს მიერ არის დადგენილი და რეკომენდებული:

 

„პირველ ეტაპზე გაიხსნა თურქული ფარმაცევტული ბაზარი, რაც მედიკამენტის ფასებზე დადებითად აისახა და მნიშვნელოვანი კლება გამოიწვია. მეორე ეტაპზე რეფერენტული ფასის დაწესება მოხდა, რაც სრულად 15 თებერვლიდან ამოქმედდება და მედიკამენტების მნიშვნელოვან, 40%-იან გაიაფებას გამოიწვევს. რეფერენტული ფასი თავის თავში, მედიკამენტზე სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ზღვრულ ფასს მოიცავს, კომპანიას არ აქვს უფლება მედიკამენტი სახელმწიფოს მიერ დაწესებულ ფასზე ძვირად გაყიდოს. გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ რეფერენტული ფასის დაწესების შემდეგ საქართველოს მოსახლეობა, მედიკამენტებში პროცენტულად ზუსტად იმდენს გადაიხდის, რაც ჯანმო-ს მიერ არის დადგენილი და რეკომენდებული. კიდევ ერთი საინტერესო სიახლე რომელიც დაანონსდა, 2026 წლისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების მედიკამენტების ღირებულების 90%-მდე სახელმწიფო აანაზღაურებს!

 

მალე საზოგადოება ნახავს, რამდენად დიდი იყო ფარმაცევტული კომპანიების მოგების მარჟა, რომლებიც პირდაპირი გაგებით მოსახლეობას ძარცვავდნენ. ის რაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელი იყო, დღეს რეალობა გახდა. რეფინანსირების ფასის დადგენა ზრდის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას და მოსახლეობას აძლევს საშუალებას, გამოთავისუფლებული თანხა სხვა მიმართულებით მიმართოს. ეს არის რეფორმა, რომელიც საქართველოში მცხოვრებ თითოეულ ადამიანს შეეხება“, - ამბობს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner