„რამდენიმე დღის წინ საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ორი საინტერესო განცხადება გაკეთდა. „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა, რომელიც ევროკომისიის ანგარიშის პროექტს გაეცნო, განაცხადა, რომ ევროკავშირთან დაახლოების ტექნიკური კრიტერიუმებისა დაკმაყოფილების თვალსაზრისით, საქართველო მოლდოვას და უკრაინას წინ უსწრებს“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ევროკომისია რთული გამოწვევის წინაშე დგას, ერთ მხარეს ობიექტური ჭეშმარიტება დგას, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის უპირობოდ მიღებას გულისხმობს, მეორეს მხრივ კი ფულით გაჟღენთილი სუბიექტური გადაწყვეტილება:
„მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიცამ განაცხადა, რომ კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის კუთხით მოლდოვა საქართველოსა და უკრაინას ჩამორჩება. ორივე მართებული მსჯელობაა, რასაც სხვადასხვა რეიტინგები ადასტურებს, მაგალითისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ:
ეჭვგარეშეა, პატიოსანი თამაშის და განხილვის პირობებში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს, მაგრამ სამწუხაროდ, არსებობს ადამიანთა ჯგუფი, ვინც საქართველოს ევროპულ მისწრაფებას ბლოკავს. ამის მაგალითია ივნისის თვეში გამოქვეყნებული ანგარიში, როდესაც საქართველომ, მოლდოვისგან და უკრაინისგან განსხვავებით ევროპული პერსპექტივა მიიღო.
ევროპარლამენტში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რომელიც კორუფციულ გარიგებებს შეეხება, ევროპარლამენტართა მიკერძოების შესახებ არსებულ ეჭვებს აძლიერებს და ახალ კითხვებს ბადებს, შეუძლიათ კი მიიღონ ობიექტური და ინსტიტუციური გადაწყვეტილება? თუ მხოლოდ მერკანტილური მიზნებით მოქმედება და სუბიექტური გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ? ევროკომისია რთული გამოწვევის წინაშე დგას, ერთ მხარეს ობიექტური ჭეშმარიტება დგას, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის უპირობოდ მიღებას გულისხმობს, მეორე მხრივ კი - ფულით გაჟღენთილი სუბიექტური გადაწყვეტილება“, - წერს ჩიხელიძე.