logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, არსებობს ადამიანთა ჯგუფი, ვინც საქართველოს ევროპულ მისწრაფებას ბლოკავს
- +

16 იანვარი. 2023. 16:03

 

 

„რამდენიმე დღის წინ საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით ორი საინტერესო განცხადება გაკეთდა. „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა, რომელიც ევროკომისიის ანგარიშის პროექტს გაეცნო, განაცხადა, რომ ევროკავშირთან დაახლოების ტექნიკური კრიტერიუმებისა დაკმაყოფილების თვალსაზრისით, საქართველო მოლდოვას და უკრაინას წინ უსწრებს“, - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ევროკომისია რთული გამოწვევის წინაშე დგას, ერთ მხარეს ობიექტური ჭეშმარიტება დგას, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის უპირობოდ მიღებას გულისხმობს, მეორეს მხრივ კი ფულით გაჟღენთილი სუბიექტური გადაწყვეტილება:

 

„მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიცამ განაცხადა, რომ კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის კუთხით მოლდოვა საქართველოსა და უკრაინას ჩამორჩება. ორივე მართებული მსჯელობაა, რასაც სხვადასხვა რეიტინგები ადასტურებს, მაგალითისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ:

 

  • მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, საქართველო 49-ე ადგილი, უკრაინა 74-ე ადგილი, მოლდოვა 73-ე ადგილი

 

  • ღია ბიუჯეტის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში არის პირველ ადგილზე, უკრაინა და მოლდოვა 21-22-ე ადგილზე არიან

 

  • მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით. საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, ნორვეგია, იტალია, დიდი ბრიტანეთი და ა.შ.

 

  • „ფრეიზერის“ ინსტიტუტის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს წამყვან 5 ეკონომიკას შორის არის. უკრაინა 129-ე ადგილზეა, მოლდოვა — 66-ზე

 

  • „Heritage Foundation“-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველოს მე-18 ადგილზეა, უკრაინა 130-ე ადგილზეა, მოლდოვა — 78-ზე”

 

  • „თრეის ინთერნეიშენალის“ მიხედვით „კორუფციის რისკის დაბალი ხარისხი ხელისუფლებასთან ურთიერთობისას“. გლობალურად საქართველო 29-ე ადგილზეა, უკრაინა — 104-ზე, მოლდოვა — 115-ე ადგილზე

 

  • 2021 წლის გლობალური კორუფციის ინდექსის მიხედვით, საქართველო 9 პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიოში 41-ე ადგილს იკავებს. უკრაინა 123-ე ადგილზეა და მოლდოვა — 114-ზე

 

  • „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, საქართველო 45-ე ადგილზეა, უკრაინა 122-ე ადგილზეა, მოლდოვა — 105-ზე

 

  • NUMBEO-ს „დანაშაულის ინდექსის“ მიხედვით, 2022 წელს საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად არის აღიარებული და რეიტინგში იკავებს მე-14 ადგილს მსოფლიოში. უკრაინა 81-ე ადგილზეა, მოლდოვა- 84-ზე.

 

ეჭვგარეშეა, პატიოსანი თამაშის და განხილვის პირობებში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს, მაგრამ სამწუხაროდ, არსებობს ადამიანთა ჯგუფი, ვინც საქართველოს ევროპულ მისწრაფებას ბლოკავს. ამის მაგალითია ივნისის თვეში გამოქვეყნებული ანგარიში, როდესაც საქართველომ, მოლდოვისგან და უკრაინისგან განსხვავებით ევროპული პერსპექტივა მიიღო.

 

ევროპარლამენტში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რომელიც კორუფციულ გარიგებებს შეეხება, ევროპარლამენტართა მიკერძოების შესახებ არსებულ ეჭვებს აძლიერებს და ახალ კითხვებს ბადებს, შეუძლიათ კი მიიღონ ობიექტური და ინსტიტუციური გადაწყვეტილება? თუ მხოლოდ მერკანტილური მიზნებით მოქმედება და სუბიექტური გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ? ევროკომისია რთული გამოწვევის წინაშე დგას, ერთ მხარეს ობიექტური ჭეშმარიტება დგას, რაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის უპირობოდ მიღებას გულისხმობს, მეორე მხრივ კი - ფულით გაჟღენთილი სუბიექტური გადაწყვეტილება“, - წერს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner