logo_geo
eng_logo
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა
- +

16 იანვარი. 2023. 16:38

 

 

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

 

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1977 წელს დაბადებული  ვ.ყ., მასთან თანაცხოვრებაში მყოფ ქალს, 2021 წლის დეკემბრიდან 2022 წლის მარტამდე პერიოდში, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ინტიმური შინაარსის ფოტოებს ფარულად უღებდა.

 

„მას შემდეგ, რაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა, აღნიშნულით განაწყენებული ბრალდებული შანტაჟის და შურისძიების მიზნით, სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ სხვა მომხმარებლის სახელით დარეგისტრირდა, სადაც დაზარალებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები განათავსა და დაზარალებული ქალის ნაცნობი პირების მეგობრებში დამატების გზით ზემოაღნიშნული ფოტოსურათები ხელმისაწვდომი გახადა, რითაც მისი პირადი ცხოვრების საიდუმლო ხელყო.

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2023 წლის 13 იანვარს დაკავებული იქნა ბრალდებული ვ.ყ. ზემოაღნიშნულ პირს, საქართველოს პროკურატურამ, 2023 წლის 15 იანვარს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარუდგინა.

 

ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

სპეციალური საგამოძიებო სამსახური პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტების აღსაკვეთად და დანაშაულში მხილებული პირების გამოსავლენად ბრძოლას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს“, – აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner