logo_geo
eng_logo
ერდოღანსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
- +

16 იანვარი. 2023. 19:36

 

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარში უკრაინის საზღვაო პორტებიდან უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის საკითხი განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Anadolu ავრცელებს.

ერდოღანმა ასევე განუცხადა პუტინს, რომ თურქეთი მზად არის, შუამავლობა გაუწიოს რუსეთსა და უკრაინას შორის ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას.

თავის მხრივ, კრემლში განაცხადეს, რომ ერდოღანმა და პუტინმა „განაგრძეს აზრთა გაცვლა უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებაზე“.

კერძოდ, თურქული მხარის ინიციატივით და ანკარაში ბოლო კონტაქტების გათვალისწინებით, რუსეთისა და უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისრები დააყენებენ ტყვეების, პირველ რიგში დაჭრილების გაცვლის საკითხს“, - აღნიშნეს კრემლში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner