იემენის ქალაქ ადენში სამხედრო საწვრთნელ ბანაკზე თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას 45 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„ექიმები საზღვრებს გარეთ" მიერ გავრცელებული ცნობით, თავდასხმის შედეგად 60 ადამიანი მძიმედ დაშავდა. ისინი შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად ადგილობრივ საავადმყოფოებში არიან გადაყვანილნი.
თვითმკვლელი ტერორისტი დანაღმული მანქანით, სამხედრო საწვრთნელ ბანაკში, ახალწვეულებში შევარდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ექსტრემისტულ დაჯგუფებას საკუთარ თავზე არ აუღია.