პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთავრობის ადმინისტრაციის და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები იმერეთში სტიქიის შედეგებს ეცნობიან. გამართულ შეხვედრაზე, მათ პრობლემის მოგვარების გზებზე ისაუბრეს და სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად საჭირო თანხის შესახებ იმსჯელეს. შეხვედრა შედგა რეგიონის მერებთანაც.
4 დღის განმავლობაში, ძლიერმა ქარმა იმერეთს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა. დაზიანდა 1145 შენობის სახურავი. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები ხვალ სამეგრელოსა და გურიაშიც ჩავლენ.