logo_geo
eng_logo
საპატრიარქო გელათის მამათა მონასტერში დაშავებულ არქიმანდრიტზე ინფორმაციას ავრცელებს
- +

17 იანვარი. 2023. 10:04

 

 

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, გელათის მამათა მონასტერში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულ არქიმანდრიტ იოსებ ბურჯანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

 

მათი ცნობით, ის შოკური მდგომარეობიდან გამოვიდა, კლინიკაში რჩება და მკურნალობას აგრძელებს.

 

„ქუთაის-გაენათის ეპარქიიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ცნობილი ხდება, რომ 2023 წ. 16 იანვარს, შუაღამეს, გელათის მამათა მონასტერში სტუმრებისთვის გამოყოფილ სენაკში ანთებული ბუხრისგან ცეცხლი მოეკიდა ახლომდებარე საწოლს. იმ დროს, როდესაც ბოლოს დარჩენილი სტუმრად მყოფი მამაკაცი სენაკიდან გასული იყო.

 

არქიმანდრიტი იოსები ცეცხლის ჩაქრობის მიზნით სტუმრების სენაკში შევიდა, რა დროსაც მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ამჟამად იგი გამოსულია შოკური მდგომარეობიდან და მისი მკურნალობა გრძელდება“, - წერია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner