logo_geo
eng_logo
„საქართველო იმ ქვეყნების სიაში გადავა, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე ვიზა აღარ დასჭირდებათ“
- +

9 მარტი. 2016. 18:33


ევროკომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტში, რომელიც საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომზადდა და ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა ნათქვამია - საქართველო იმ ქვეყნების სიაში გადავა, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ვიზიტისთვის ვიზა აღარ დასჭრდებათ.


ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უნდა მოახდინოს საბოლოოდ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება.


დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით შემუშავებულ რეგულაციაში არ მონაწილეობს დიდი ბრიტანეთი და ირლანდია და რეგულაცია ამოქმედდება ისლანდიაში, ლიხტენშტეინში, ნორვეგიასა და შვეიცარიაში.


"საქართველომ მიაღწია ყველა იმ ნიშნულს, რაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაში იყო აღნიშნული და რომელიც საქართველოს მთავრობას 2013 წლის თებერვალში წარედგინა. საქართველო ასრულებს არსებულ კრიტერიუმებს იმისათვის, რომ საკუთარ მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობისთვის ვიზა არ დასჭირდეთ.

 

რეგულაცია არის ევროკავშირის საერთო სავიზო პოლიტიკის ნაწილი, რომელიც 180-დღიან პერიოდში 90 დღით დარჩენას გულისხმობს", - ნათქვამია დოკუმენტში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner