logo_geo
eng_logo
გოჩა ენუქიძე ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს
- +

29 აგვისტო. 2016. 12:38



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" რაჭ-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოჩა ენუქიძე  ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.


იგი ამჯერად ამბროლაურის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა მიმდინარე პრობლემების შესახებ და პარტია „ქართული ოცნების" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. პასუხი გასცა მოსახლეობის მხრიდან დასმულ შეკითხვებს სოციალური პროგრამების განხორციელებისა და 2017 წლის ბიუჯეტში მაღალმთიან რეგიონებზე დახმარების გათვალისწინების შესახებ.


მისი თქმით, მალე ამოქმედდება ყველა ის შეღავათი,რომელიც მაღალმთიან სოფლებს შეუქმნის ცხოვრების უკეთეს პირობებს; მისცემს საშუალებას, რომ ხალხი კვლავ დაბრუნდეს, არ არსებობდეს მიტოვებული და დაუსახლებელი ოჯახები.

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner