logo_geo
eng_logo
ზურაბ აზარაშვილი: რეფერენტული ფასი დავაწესეთ იმ 1200 მედიკამენტზე, რომლებიც ყველაზე მოთხოვნადია
- +

17 იანვარი. 2023. 18:50

 

 

„ჩვენ შევარჩიეთ რეფერენტული 4 ქვეყანა და იქ განსაზღვრული მედიკამენტების ფასებით გამოვთვალეთ საშუალო ფასი, რაც საბითუმო დონეზე უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში, ხოლო მედიკამენტების პირველი ეტაპის სია უკვე გამოქვეყნდა, შერჩეულია ყველაზე მოთხოვნადი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტები“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

მისი თქმით, რეფერენტული ფასი დაწესდა პირველ ეტაპზე იმ 1200 მედიკამენტზე, რომლებიც ყველაზე მოთხოვნადია.

 

„პირველ ეტაპზე ჩვენ გვინდა, რომ სისტემა კარგად გაიტესტოს და ყველა ის აღსრულების მექანიზმი იქნება თუ გამჭვირვალობის, კარგად შეფასდეს, ამიტომ დავაწესეთ პირველ ეტაპზე იმ 1200 მედიკამენტზე, რომლებიც ყველაზე მოთხოვნადია და მედიკამენტების რეალიზაციაც ხდება საცალო და საბითუმო ქსელში.

 

გუშინ, როდესაც ფასები გამოქვეყნდა, ფარმაცევტულ ბაზარს მიეცა 15-დღიანი ვადა, თუ რომელიმე კონკრეტულ მედიკამენტზე აქვთ თავისი შეხედულება ფასწარმოქმნის სისწორესთან დაკავშირებით, ჩვენთან არსებული სპეციალურად შექმნილი საბჭო განიხილავს ყველა ამ საკითხს და რამდენად კანონზომიერი იქნება მათი მოთხოვნა, ამის მიხედვით მოხდება ან არ მოხდება ფასების გადახედვა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner